ეცადეთ ახალი წლის პირველი დღე მეგობრების და ახლობლების წრეში გაატაროთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი მეგობრების შეძენისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად. ნაკლებად გაამართლებს რისკი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ცხარე საკვების, ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ბეჟი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, გიშერი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
