LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპეკულაციური განცხადებები კეთდება, რომ მეთოდურად წამლავენ, ამიტომ მსჯავრდებულის მიმართ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო“ – ქადაგიშვილი განმარტავს, რატომ შეეზღუდათ დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სპეკულაცია მუდმივად მიდის, თან ყველაზე უფრო მძიმე სპეკულაციური განცხადებები კეთდება, რომ მას მეთოდურად წამლავენ – ამიტომ მსჯავრდებულის მიმართ მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი, რათა რაიმე საფრთხე, თუნდაც ამ მიმართულებით მას არ შეექმნას!“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლისა და მისი მონახულების ნებართვის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ეს, პირველ რიგში, სახელმწიფოა.

ქადაგიშვილის თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რას გულისხმობს კანონი, როდესაც საუბარია დეპუტატის მიერ პატიმრობაში მყოფი ადამიანის მონახულებაზე.

შალვა ხაჭაპურიძე: კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს, დრო უკვე აღარ ითმენს

„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს“

„დეპუტატის პატიმართან ვიზიტი მხოლოდ და მხოლოდ იმის დადგენას უნდა ემსახურებოდეს, არის თუ არა პატიმარი სათანადო პირობებში და ხომ არ განიცდის რაიმე ისეთ მოპყრობას, რაც „პატიმრობის კოდექსით“ მიუღებელია. ამ მაღალი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიხეილ სააკაშვილი 2000-მდე ადამიანმა მოინახულა. ამდენი მომნახულებელი ჯანმრთელ ადამიანს არა ჰყავს, გარეთ ქუჩაში რომ გამოდის.

მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხი დღეს, პირველ რიგში, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პოლიტიკური სპეკულაციების შეზღუდვა. სწორედ აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად.. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს – მიხეილ სააკაშვილი

სხვა მხრივ, კანონით განსაზღვრულ პირებს, ვისაც ნებართვა არ სჭირდებათ და მსჯავრდებულის მონახულება შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ეს უფლება ექნებათ. ესენი არიან სახალხო დამცველი და მის მიერ უფლებამოსილი პირები, ადვოკატები და ასე შემდეგ“,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მას გიული ალასანიას [მიხეილ სააკაშვილის დედა] აღშფოთების ესმის, მაგრამ როგორც დედას ურჩევს, „შვილის მიმართ მეტი შეგონება იყოს, რათა მკურნალობისა და კვების რეჟიმს დაემორჩილოს, რასაც მიხეილ სააკაშვილს ექიმები უნიშნავენ.“

„ასეთ შემთხვევაში მისი შვილის ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად იქნება დაცული. სახელმწიფო მისი შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ეს არის სახელმწიფო.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამავე თემაზე:

გიული ალასანია: უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია, საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე

პაატა მანჯგალაძე პატრიარქის წერილზე: თურმე დარიშხანიანი რეალობა უნდა შეიმეცნოს სააკაშვილმა

მიხეილ დაუშვილი: „ოცნებამ“ კითხვები და ბრალდებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არათუ ვერ მოხსნა, არამედ სულ უფრო მეტს აჩენს