დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე შრომისმოყვარე და მიზანდასახული თხის რქის, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არაა გამორიცხული მოულოდნელად ჩაიშალოს წინასწარ დაგეგმილი მოლაპარაკება, მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება.
არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება და იმ პირობების გაცემა, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.
ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმლის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ოპალი, ზურმუხტი, აქატი, გიშერი, მარჯანი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.
