თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა – სამი ადამიანია დაშავებული.
სასწრაფო დახმარების მანქანებმა ერთი დაშავებული თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი კი მრავლობითი დაზიანებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.
როგორც”ფორტუნას” თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
“ტრავმული შოკის გამო პაციენტი აპარატზე შეაერთეს, პირველადი დაკვირვებით, მას აღენიშნება ქვედა კიდურის მოტეხილობა”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
მისი თქმით, პაციენტის გამოკვლევა გრძელდება და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
