LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ინფორმაციით ბახმუტის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა

“საშობაო ზავის” მიუხედავად, ოკუპანტებმა შობის ღამეს უკრაინის ქალაქები რამდენჯერმე დაბომბეს, მათ შორის, ბახმუტი.

დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევის გამო.

გამოძიების ინფორმაციით, 6 იანვარს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტის საარტილერიო დაბომბვა განახორციელეს.