აშშ-ში დააკავეს 6 წლის ბიჭი, რომელმაც მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნიუპორტ-ნიუსში მოხდა.
როგორც გავრცელებული ცნობებით ირკვევა, ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა და მომხდარს წინ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის შელაპარაკება უძღოდა.
35 წლამდე ასაკის მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს მიღებული.
როგორ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი არასრულწლოვნის ხელში, ჯერჯერობით უცნობია.
