მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი 9 იანვარს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.
აღნიშნულის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„არ მგონია, ახლა შეძლოს, ასეთი განწყობა ჰქონდა ნამდვილად, მაგრამ სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ, ახლა ვეღარ შეძლებს. მთელი „მენდელეევის ტაბულა“ აქვს სხეულში ადამიანს და ვიდრე დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია და რა გასაკვირია“, – განაცხადა ალასანიამ.
