LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქალურ ღერძზე შერწყმის შედეგად გაძლიერდება აგრესია და დეპრესია, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა.

თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცემისგან, რათა არ შეიქმნათ პრობლემები.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, გიშერი, აქატი, ოპალი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.