LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რონალდომ 17 ოთახი იქირავა 99-სართულიან ცათამბრჯენში – თვეში 250 ათასზე მეტი უჯდება

ცნობილი გახდა, სად იცხოვრებს კრიშტიანო რონალდო „ალ ნასრიში“ გადასვლის შემდეგ.

Daily Mail ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ერ-რიადში მდებარე 99-სართულიან ცათამბრჯენ Kingdom Tower-ში ცხოვრობს, სადაც ელიტური სასტუმროცაა. რონალდომ, მისმა ოჯახმა, მეგობრებმა და დაცვამ 17 ოთახი დაიკავეს.

თავისთვის კრიშტიანომ ერთ-ერთი საუკეთესო ნომერი დაიჯავშნა. მას ორი სართული უკავია და გიგანტური ზომებით გამოირჩევა. ეს ნომერი ფეხბურთელმა ერთი თვით აიღო.

ვარაუდობენ, რომ ასეთ სასტუმროში ცხოვრება რონალდოს 250 ათას ფუნტზე მეტი დაუჯდება.