თბილისში პოლიციელი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.
