LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, ემოციური და მეტად მოსიყვარულე ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და გავლენიანი სპონსორების მოსაძიებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ხელშეკრულების გაფორმება და ფინანსური გარიგება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და ფიზიკურ გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.