LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრა დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში, 25 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3მთელი 8 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 12 საათსა 36 წუთზე დაფიქსირდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში მოხდა და ბიძგების სიძლიერემ 4მთელი 4 მეათედ მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა.

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა