LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანში 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან სამ კილომეტრში იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით 12:36 საათზე დაფიქსირდა.

ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.