დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, ესთეტური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, რადგან მაღალია დაკარგვის და ძარცვის ალბათობა.
* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ბინის ინტერიერისა და დიზაინის შესაცლელად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა.
* ჯანმრთელობა – მიირთვით ზღვის პროდუქტი, მოერიდეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მირთმევას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.
* დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ჟადეიტი, სარდიონი, საფირონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და თევზებს.
