LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე” – ფაქტია, რომ ერთმანეთის მიმართ ადამიანებს სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ

„ფაქტია, რომ ერთმანეთის მიმართ ადამიანებს სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ და ეს პარტია იგივე ფორმით ვეღარ გააგრძელებს მუშაობას”,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” ლიდერი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებს.

მისივე თქმით, სწორედ ამ პროცესების ბრალია, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას”  ყოველდღიურად  მხარდამჭერები აკლდებათ.

“საზოგადოება დღითიდღე ნაკლები მხარდაჭერით პასუხობს იმ შეცდომებს, რომელსაც ეს უშვებდა ეს პარტია წლების განმავლობაში. შესაბამისად, ასეთ დროს ისინი იწყებენ პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას და გარკვეული უკმაყოფილებები ერთმანეთის მიმართ გამოხატვას. ფაქტია, რომ ერთმანეთის მიმართ ადამიანებს სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ და ეს პარტია იგივე ფორმით ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

გარკვეული ადამიანები, რომლებიც ფინანსების კუთხით არიან პასუხისმგებლები, მათ აქვთ სურვილი მართვის სადავეები ხელში ჰქონდეთ აღებული. ეს არის, როგორც ჩანს, ნამდვილი მიზეზები, რაც ახლა ტრიალებს მათ პარტიაში,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე დგას: მირდატ ქამადაძე

„ქირქილებენ, ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელსო.. დიახ, ჩემი დედა დღეს გაზის აღმრიცხველად მუშაობს.. ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია“ – ხაბეიშვილი

მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს