LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: განათლებაში მთავარი საწყისია, რომ ბავშვს არ შიოდეს…არ უნდა იყოს იმის ფიქრში, რომ დაირეკება ზარი, მისი კლასელი ლობიანს იყიდის და შეიძლება არ გაუყოს” – კახა გალდავა

ისტორიის მასწავლებელი კახა გალდავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “რეალური სივრცე” მოსწავლეების განათლების ხარისხზე და ამისთვის საჭირო კომპონენტებზე საუბრობს.

“ხშირად ვსაუბრობთ ფინურ და ესტონურ განათლებაზე. არასოდეს არ ვახსენებთ, რომ საწყისი იქ არის ის, რომ ბავშვს არ შია. იქ ბავშვი არ არის იმ ფიქრით, რომ დაირეკება ზარი, მისი კლასელი ლობიანს იყიდის და შეიძლება არ გაუყოს. იმიტომ კი არა, რომ გაყოფა არ იცის, არამედ იმიტომ რომ ისე ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნილებას.

ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას რაიონებში. ვთვლი, რომ სწორედ აქ არის ათვლის სათავე, მოსწავლეს ჯერ ის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება უნდა დაუკმაყოფილდეს და მერე დადგეს განათლების საკითხი”, – საუბრობს კახა გალდავა.