პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაზე აცხადებს, რომ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას რეპუტაციული პრობლემები შეუქმნას საქართველოს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
„ამ ფაქტს პასუხის გაცემა სჭირდება და ყველა ღონეს მივმართავთ, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების ტირაჟირების გზით საქართველოს რეპუტაცია შეარყიოს და ამით პრობლემები შეუქმნას ქვეყანას. ეს არის სახელმწიფოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ ყველასთვის ცნობილი იყოს, რა არის სიმართლე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
როგორ ფიქრობთ CNN კობახიძის პოსტებს კითხულობს? – ანა ნაცვლიშვილი
CNN-ის კორესპონდენტმა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ახერხებს მისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, განსაკუთრებით საქართველოს გავლით.
“CNN-ზე ითქვა ტყუილი, სერიოზული ძალის ინტერესია, შეგვიქმნას ხელოვნური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე
