LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზოგიერთი პრიორიტეტი განხორციელდა, ზოგზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება – შედეგების მიხედვით შევაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს”: პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით,  ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ამა წლის ოქტომბერში, ჯერ ევროკომისიის მიერ შეფასდება, რის შემდეგაც, წლის დასასრულს, მას ერთობლივად, ევროგაერთიანების 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს.

„როგორც თქვენ იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი განხორციელდა, ზოგზე კი მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. სხვა პრიორიტეტებზე საქართველოს პარლამენტი ელოდება მოსაზრებას საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ვენეციის კომისია და ODIHR, რის შემდეგაც მუშაობა გაგრძელდება. შედეგების მიხედვით, ჩვენ შევაფასებთ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

ეს ევროკომისიის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნდება და შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შედეგებს განიხილავენ, შეაფასებენ და გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს ამ წლის დასასრულს. ჩვენ წინ ძალიან დატვირთული წელი გვაქვს და 12 პრიორიტეტის განხორიელების მხრივ და ზოგადად, ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველოს წინსვლის კუთხით, მე გულითადად წარმატებას ვუსურვებ საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს“, – აღნიშნა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ელჩმა.