LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსელ როუზმა ლიზა მარის პრესლის დაკრძალვაზე ლეგენდარული ჰიტი November Rain ცრემლმორეულმა შეასრულა

ლიზა მარია პრესლის დაკრძალვაზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო ლიზას უახლოესი მეგობარი, ჯგუფ Guns N’ Roses-ის სოლისტი ექსელ როუზი. მუსიკოსმა როიალთან ლეგენდარული ჰიტი November Rain  ცრემლმორეულმა  შეასრულა და ის დაღუპული მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა. იქამდე ექსელმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და მეგობრის გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს, ცრემლები ვერ შეიკავა.

ლეგენდარული ელვის პრესლის დაკრძალვაზე ასევე იმღერა მომღერალმა ალანის მორისეტიმ, რომელიც ასევე, ლიზა მარიას ახლო მეგობარი იყო.

ლიზა მარია პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნახეთ ლიზა მარია პრესლის უკანასკნელი ფოტოები „ოქროს გლობუსიდან“