მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „სასჯელს როთახიან ლუქსში ფეხი-ფეხ გადადებული იხდის“.
მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილის მხრიდან, სახეზეა სიმულაციები:
„ეს ადამიანი ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილება, ანუ ოროთახიან ლუქსში იმას არ ასრულებს, რისთვისაც შიმშილობდა და ციხიდან საავადმყოფოში გადასვლას ითხოვდა. წინააღმდეგობაში მოდის, რომ თუ განიკურნება, ეს ვეღარ იქნება სასჯელისგან თავის არიდების მოთხოვნის საფუძველი.
სახეზეა სიმულაციები. ექიმებს აგინებს, შეურაცხყოფას აყენებს, ბოთლებს ესვრის, ალკოჰოლს მიირთმევს, სიგარეტსაც ეწევა და ექიმებს არ უჯერებს.
ოროთახიან ლუქსში ფეხი-ფეხ გადადებულია და ასე იხდის სასჯელს, რომელიც ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ არის გამოტანილი. ეს კალორიები ისე აქვთ ზუსტად განსაზღვრული, რომ როგორმე, ანალიზის გაკეთების დროს სიმულაციები იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
