LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ბელარუსის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ის წარუმატებელი იქნება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბელარუსიდან რუსი სამხედროების შეტევის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ის წარუმატებელი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსმა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა და არ ჩაერთოს, მიუხედავად ვინმეს გავლენისა, ამ „აბსოლუტურად სამარცხვინო ომში“.

„მე ვხედავ, რომ ბელარუსის მოსახლეობის უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას, რომლებიც ბელარუსის სამხედროები არიან, მათ არ სურთ თავდასხმა და ძალის გამოყენებით იარაღით წასვლა უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ.“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინა გაოცდება, თუ ბელარუსის ჯარები ამ მიმართულებით თავდასხმას განახორციელებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი ბელარუსის სამხედროების უმრავლესობას არ სურს თავდასხმა და ძალით იარაღით უკრაინული საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა “ , – განაცხადა ზელენსკიმ.