ნიკა მელია ღიად საუბრობდა, რომ 2020 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა, ის არ დადგებოდა გლდანში „5“ ნომრით, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„2020 წელთან დაკავშირებით როდესაც არის საუბარი, რომ ნიკა მელიას არ სურდა, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ პრემიერობის კანდიდატი – არათუ არ სურდა, არამედ ის ღიად საუბრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი, ის „5“ ნომრით არ დადგებოდა გლდანში, მეტიც, წავიდოდა პარტიიდან. ეს გაჟღერდა საჯაროდ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ ვისგან რა საჩუქარი მიიღო ან არ მიიღო, არ აინტერესებს.
„რაც შეეხება მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს და ძვირად ღირებულ ავტომობილებს, არ ვიცი. ეს აწუხებს მას, ეგ არ არის ჩემი საქმე და არც მაინტერესებს, თავად გასცეს პასუხი საზოგადოებას. ნიკა მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს ჩემდა სამწუხაროდ და თავად რომ იწყებს ჭორაობას ამაზე, თავად ჰქონდეს პასუხი, მე რატომ მთხოვთ მის ჭორაობებზე პასუხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს: დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?
