LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: აშკარა მცდელობაა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა აღდგეს

არის აშკარა მცდელობა, რომ აღდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში „ხალხის ძალის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ „აშშ-ს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის – „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს“.

USAID-ის პროექტ „პროლოგის“ მცდელობა, სასამართლო სისტემაზე საელჩოსა და „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს – „ხალხის ძალა“

ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, პარლამენტში შედის ისეთი ინიციატივები, რომლის „პირდაპირი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე“.

„სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ სხვადასხვა სუბიექტი არის ჩართული ამ მცდელობაში – არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ხშირად შემოდის ხოლმე პარლამენტშიც ისეთი ინიციატივები, რომლის პირდაპირი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენა სასამართლო ხელისუფლებაზე. მაგალითად, კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც შემოთავაზებულია სხვადასხვა სუბიექტის მიერ სწორედ ამას ემსახურება.

ხშირად გვესმის ხოლმე ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს „წმენდას“, ახალი კადრების შემოტანას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობით. ასეთი ინიციატივები ჩვენთვის რადიკალურად მიუღებელია და ასეთ ინიციატივებს ვერც წარსულში ვიზიარებდით და ვერც მომავალში გავიზიარებთ.

კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა შედეგამდე მიიყვანა ქვეყანა იმან, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა კონტროლი და გავლენა საკადრო გადაწყვეტილებებზე. არ გვინდა ეს პრაქტიკა გავიმეორეთ, რადგან ამის შედეგი იყო 2012 წლამდე ეს ქცეული იყო რეპრესიული მანქანის შემადგენელ ნაწილად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „სიენენის“ ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა, კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული

როგორ ფიქრობთ CNN კობახიძის პოსტებს კითხულობს? – ანა ნაცვლიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 24 თებერვალს დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის იმ ნაწილის პოლიტიკური დავალება, რომელიც 24 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტის გახსნაა.

„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა

„ამ ადამიანებმა გასული წლის 24 თებერვლიდან უახლოეს დღეების ჩათვლით, არაერთხელ სცადეს ვითარების არევა ჩვენ ქვეყანაში და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ამის საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი.

როცა ამას ვამბობთ, ამის უკან დგას კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთ მიზანია ვითარების არევა ქვეყანაში, სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ სიმშვიდისა და მშვიდობის დარღვევის საშუალება ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.