LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუხიშვილების მოცეკვავე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა

სუხიშვილების მოცეკვავე ნინო კირვალიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სუხიშვილების ანსამბლი ავრცელებს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო ?
ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას“. – ვკითხულობთ ანსამბლ სუხიშვილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო კირვალიძემ 1967 წელს  თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი დაამთავრა.

1958 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე.  რეპერტუარი: “სამაია”, “ქართული”, “წყაროსთან”, “ხონგა”, “სიმდი”, “ხაბარდა”, “სადარბაზო”.