დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეგობრული და მშვიდობისმოყვარე მერწყულის, მთვარე კი, ემოციური და მგრძნობიარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
აკონტროლეთ გრძნობები და ემოციები, არ აჰყვეთ ფანტაზიებს და ილუზიებს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციასა და რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით.
მოერიდეთ ფარულად მოქმედებას და საიდუმლო რომანების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დასაწყებად, ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.
ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარგალიტი, შავი გაგატი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.
