LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვისაც გყავთ პაპა-ბებოები, ჩაეხუტეთ ბევრი” – გიორგი სუხიტაშვილი შვილიშვილის მიერ შეკვეთილი ბებიის მკვლელობის მომზადების ფაქტს ეხმაურება

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი შვილიშვილის მიერ შეკვეთილი ბებიის მკვლელობის მომზადების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“26 წლის შვილიშვილმა ბებოს მკვლელობა დაუკვეთა თბილისში, ეს შვილიშვილი პოლიციამ დააკავაო.

სად დაიზარდეთ.. ვისაც გყავთ პაპა-ბაბოები, მალე გამონახეთ დრო და ჩაეხუტეთ ბევრი!

ადეკვატური და სიყვარულით სავსე დღე ყველას”, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

ცნობისთვის, ბებიის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.