LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.