აუქციონის სახლი Articurial Motorcars ყიდის უნიკალურ Mercedes-Benz-ს, რომელიც ატელიე Styling Garage-მა 500 SEC-ის ბაზაზე ააგო. კუპე 400-600 ათას ევროდაა შეფასებული და ის ერთ-ერთია 57 ეგზემპლარს შორის. როგორც ცნობილია, ამ ავტომობილთა დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გაიყიდა.
გერმანული ატელიეს კლიენტები როგორც წესი, ძირითადად არაბი შეიხები, ცნობილი ადამიანები, ბიზნესმენები და აფრიკული ქვეყნების მეთაურები არიან ხოლმე. სწორედ ამიტომ, მოდელი SGS ძალიან უნიკალურია და ამასთან, საოცრად ძვირადღირებულიც.
კუპე მოძრაობაში V8, 5.0 ძრავას მოყავს და აგრეგატი 252 ცხენის ძალას ავითარებს. გადაცემათა კოლოფი – 4 დიაპაზონიანი ავტომატიზებულია.



