ბევრი ავტომფლობელი, თუნდაც ყველაზე სერიოზული ყველგანმავლების, უარს არ ამბობს თავისი მანქანის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. მაშინ როცა ზოგიერთი ავტომოყვარული მინიმალური გაუმჯობესებით კმაყოფილდება, სხვები ამ საქმეს მეტი სერიოზულობით უდგებიან.
სწორედ ამ უკანასკნელთათვის, ისლანდიური ატელიე Artic Trucks ტუნინგ პროექტებს ქმნის და სტანდარტულ ყველგანმავლებსა თუ პიკაპებს კიდევ უფრო მეტ გამძლეობას სძენს.
მთლიანობაში, მოდერნიზაციის პროექტები პრაქტიკულად ყოველთვის ერთნაირია, თუმცა არსებობს ნიუანსები, რომელიც კონკრეტული მოდელის კონსტრუქციიდან გამომდინარეობს.




