სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ.
„სააკაშვილს იმასაც კი არ [ეუბნებიან] თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში.
მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც მიიყვანა.
ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა “იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძემ.
