მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვრებით ჩვენ – ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას? – რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის “არა“, – ამის შესახებ “დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოშტარიამ ბრიფინგზე აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი შეაფასა და ამასთან აღნიშნა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს “არა“ 24 თებერვალს რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს უნდა უთხრას.
“ჩვენ მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ძალიან თბილი მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენს ოკუპაციაზე, არა ჩვენს უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე, რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი კონკრეტული ინტერესების შესახებ. ასე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან რუსულ პოლიტიკას ატარებს.
მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვრებით ჩვენ – ვეგუებით თუ არა ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას? – რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის “არა“ და 24 თებერვალი, განმსაზღვრელი საერთოდ დასავლეთ ცივილიზებული სამყაროსი არის ის დღე, როდესაც ეს “არა“ ჩვენ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ, უნდა უთხრას რუსეთს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
