„ტესლას“ მეპატრონეები ხშირად ჩივიან სხვადასხვა გაუმართაობებზე და ელექტროქარის აწყობის დროს დაშვებულ შეცდომებზე. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი პრობლემა საჭეს უკავშირდება, რომელიც მანქანას პირდაპირ მოძრაობის დროს სძვრება. ზუსტად ასე დაემართა Model Y-ის ერთ-ერთ მფლობელს, რომლის კროსოვერმაც საჭე შუა მაგისტრალზე დაკარგა. აღსანიშნავია, რომ „ტესლა“ ასეთ ისტორიაში პირველად ნამდვილად არ ხვდება.
Tesla Model Y-ის პატრონი იხსენებს, რომ საჭე შუა გზაზე დაკარგა. საბედნიეროდ, მის უკან სხვა მანქანები არ ყოფილან, ამიტომ სასწრაფოდ დაამუხრუჭა, პოლიცია და ევაკუატორი გამოიძახა. გაფუჭებული „ტესლა“ მოგვიანებით სერვის ცენტრში გადაიტანეს, სადაც ინციდენტის გამოკვლევას შეუდგნენ. სარემონტო სამუშაოებისთვის მამაკაცმა 104 დოლარი გადაიხადა, თუმცა საჩივრის დაწერის შემდეგ ეს თანხა უკან დაუბრუნეს.
