LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება და უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ სააკაშვილი ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე

„უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე – რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს“, – აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც იგი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს მთავრობას მიზანი აქვს,  მოკლას სააკაშვილი.“

როგორც ზარქუამ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის ქმედება უცნაურია:

"რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც" - ბრეგაძე ზელენსკიზე

"რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც" - ბრეგაძე ზელენსკიზე

„ძალიან ვწუხვარ… უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე. ეს ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს. ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას“, – აღნიშნა ზარქუამ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები დაგეგმილი იყო.

“როდესაც თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი, ამაზე პასუხისმგებლობა ყოველთვის არის თვითდამზიანებელზე” – მდინარაძე სააკაშვილზე

„ეს არის დაგეგმილი სპექტაკლი. გუშინ, პატიმარმა სააკაშვილმა აიწია მაისური და ეგრევე ჩაინიშნა EPP-ში დებატები. ვინმეს, ჰგონია, რომ პატიმრის გამო ხდება ერთ დღეში, რამდენიმე საათში ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნა?

ეს იყო დაგეგმილი, რათა საქართველო და ხელისუფლება გამოაჩინონ, რომ პატიმრის უფლებებს ვარღვევთ, ადამიანს ვაწამებთ, ვკლავთ. ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ს ვურჩევდი, რომ თავი დაანებონ ჩვენ ქვეყანას.“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზელენსკი: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი!“