კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, 72 წლის მამაკაცი მგელმა იმსხვერპლა.
კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ მედიასთან საუბრობს გარდაცვლილის შვილი:
„დამირეკეს, რომ მამაშენი დაიღუპაო, ჩამოვედი და ვნახე მაგ მდგომარეობაში. ვნახე, რომ წელს ქვემოთ იყო ადამიანი, წელს ზემოთ არაფერი არ ჰქონდა.. სახლის ეზოში იყო.. ალბათ, ნადირი დაესხა, აბა, სხვა რა იყო?
ჯარიმებიაო და მგელი გავამრავლოთ? ხალხის ხოცვას უცდიან?
საპირფარეშოში გამოვიდა, არ ვიცი, ნასვამი იყო, რა იყო, დაესხნენ და შეჭმულია კაცი“, – ამბობს გარდაცვლილის შვილი.
„აქამდე არაფერი მსმენია მგლების თავდასხმაზე, თუ რამეს შეუჭამია საქონელი, ეგ სხვა არის, მაგრამ ადამიანზე ეს პირველი შემთხვევაა“, – ამბობს ადგილობრივი მედიასთან.
