LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: მტკიცედ გავიარეთ დრო თებერვლიდან თებერვლამდე – მტერი ცდილობს ახლა მაინც მიიღოს რაღაც, რათა შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს რუსეთს რაიმე შანსები აქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე აჩვენოს, რომ თითქოს მათ რაიმე შანსები გააჩნიათ.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა მეომრის, რომელიც მზად არის ამისთვის და აჩვენებს უკრაინის საჭირო გამძლეობას.

მტკიცედ გავიარეთ მთელი ეს დრო, თებერვლიდან თებერვლამდე. მტერი ცდილობს ახლა მაინც მიიღოს რაღაც იმისთვის, რომ შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს რუსეთს რაიმე შანსები აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ბორის ჯონსონი: მიეცით უკრაინელებს შორი მოქმედების საარტილერიო სისტემები, ტანკები, თვითმფრინავები, ვინაიდან, მათ გეგმა აქვთ, იციან, რა უნდა გააკეთონ