LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებსა და ახლობლებს, მოინახულეთ ხანდაზმული ნათესავები.

ნუ გასცემთ დაპირებებს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება.

გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა, კამათი და საქმის გარჩევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, ძვირფასი და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა არომათერაპიისა და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ღვიძლს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.