LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს, არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო – მიშამ უნდა ჭამოს” – კალაძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პასუხობს.

მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს და მიმართულია პოლარიზაციისკენ.

„არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციისკენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლება, პენიტენციური დაწესებულება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული. სააკაშვილი გამონაკლისია, რომელიც არის თვითდაზიანების რეჟიმშია. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, არანაირი პრობლემა არ ექნება. ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის, პარტიის წევრები და ასე შემდეგ.

ჩვენ ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ირგვლივ არსებული ადამიანები. არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო – მიშამ უნდა ჭამოს“,- განაცხადა კალაძემ.