ცნობილი ჩეხი მოდელი პაულინა პორიზკოვა, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს, ამჯერად სკანდინავიური „ვოგის“ გარეკანის გმირია. 57 წლის მოდელი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წლების წინ, როცა ის სამოდელო კარიერას იწყებდა. კარიერა პორიზკოვამ 80-იან წლებში დაიწყო, თუმცა 1987 წლეს კინოში გადაინაცვლა. მას რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ემირ კუსტურიცას ფილმში „არიზონას ოცნება“.
ახალ ფოტოებზე პაულინა შეუდარებელია, ის გამჭვირვალე კაბებში, პასტელური ფერის კოსტიუმებსა და ნაქსოვ სამოსში პოზირებს.







