1-ელ თებერვალს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემა „გზაჯვარედინი“ 20 თებერვლამდე არსებულ მნიშვნელოვან პერიოდზე საუბარს დაეთმო. „არ დაიდარდოს“ მსმენელმა ანზორ ოდიშარიასგან საინტერესო რჩევები და რეკომენდაციები მიიღო.
ანზორ ოდიშარია: 20 თებერვლამდე რაღაც ახლის დაგეგმვის, განსაზღვრის, ენერგიის დაგროვების და შენების პერიოდია. ჩვენ აქამდე ჩავატარეთ სხვადასხვა რიტუალები, სახლის დალაგება, თავის მოწესრიგება, არასასურველი, ცუდი ნივთების გადაყრა და ა.შ. , რომ რაღაც ახლისთვის მიგვეცა ადგილი. სიკეთე, მოწყალების გაცემა, სხვაზე ზრუნვა, ძველი ნივთების გადარჩევა, სამსახურის საქმეების დასრულება ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო სწრაფად შეძლებთ ამ ყველაფერს, მით უფრო სწრაფად შემოვა ახალი ენერგიები, სიტუაციები და მომენტები. ჩვენ გვისაუბრია, რომ ძველი პარტნიორული ურთიერთობები ხელს უშლის ახალი პარტნიორული ურთიერთობების წამოწყებას, ძველი შეუსრულებელი სამსახურებრივი მოვალეობები ხელს უშლის ახლის დაწყებას, ფინანსური ვალდებულებები, კრედიტები, ხელს უშლის ახალი ფინანსური წარმატების წამოსვლას და ა.შ. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა ჩაიხუროს. ზოგადად, სამყაროს ასე ესმის, ერთი დამთავრდა, ანუ ის მზად არის, რომ დაიწყოს მეორე, ამიტომაც ჩვენ ამ ყველაფერს უნდა მოვერგოთ და მივიღოთ. თუ ამ რიტმზე აეწყობით, მიხვდებით, რომ ბევრად უფრო კარგად იგრძნობთ თავს. სიტყვა წარმატება, რომელსაც ხშირად ვახსენებთ, ნიშნავს იმას, რომ შენ აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო, ხარ იმ რიტმში, რომელშიც უნდა იყო, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რაღაც დაბრკოლებები არ შეგხვდება, ცუდად არ იქნები, მაგრამ მთავარია, რომ აღნიშნული დაბრკოლებები, განსაცდელები გაძლევდეს გამოცდილებას, ანუ შენთვის ყველაფერი უნდა იყოს განვითარების, წინსვლის მომტანი. ჩემი ერთი კოლეგა ამბობს, რომ ჩვენ პირველ რიგში დავიბადეთ იმისთვის, რომ ჩვენი გვარი წარმატებული იყოს, რომ ჩვენით იამაყონ ჩვენმა წინაპრებმა, მეორე იმიტომ, რომ იმ ქვეყანას, სახელმწიფოს ჩვენი სახით რაღაც შევძინოთ, რაღაც კონკრეტული შევძინოთ. შესაბამისად, ამ თემას ისე შლის, რომ რაც უფრო განვითარებულია ადამიანი, რაც უფრო ფართოა მისი უნარების სპექტრი, მით უფრო საჭირო და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამყაროს ცვლილებაში.

ანზორ, მინდა, რომ 28 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ვისაუბროთ, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში ეზოთერიკის არსს ეხებოდა. კიდევ იგეგმება თუ არა მსგავსი შეხვედრები?
ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. იყო ძალიან მაღალი ინტერესი, რის გამოც მადლობას ვუხდი საზოგადოებას. ჩვენ ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ, მარტისთვის ვგეგმავთ მსგავს შეხვედრებს. ამ სახით იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩემთან კონსულტაციაზე მოსვლას, მაგრამ აქვთ კითხვები, ეძლევათ საშუალება, რომ დასვან კითხვები, გაიუმჯობესონ ენერგია და ა.შ. ჩვენ ამ შეხვედრაზე 3 მედიტაცია ჩავატარეთ, ერთი, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მეორე, რომელიც ურთიერთობებზე ზრუნავს და ბოლოს ყველას ვაჩუქეთ სპეციალური ძაფები, რომელიც იყო დამუხტული ჯანმრთელობის, კეთილდღეობის ენერგიების დასაცავად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი
