LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის ხელისუფლება ვიდრე რამეზე ისაუბრებს, წარსული ცოდვები მოინანიოს.. ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას შეგნებულად არ გავაკეთებ“ -კობახიძე

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, იქამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას.

დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი

ზელენსკი: „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენოს ევროპული სტანდარტების მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლოს მიხეილი!“

„მზად ვარ, პირადად წავიყვანო, გაათავისუფლეთ სააკაშვილი სამკურნალოდ“ – პოდოლიაკი

უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, უკრაინის ხელისუფლება „კრიმინალ სააკაშვილს ქვეყანაში წლების განმავლობაში ინახავდა“.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, რაც არის უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ ათამდე გამოჩენილ კრიმინალს. მათ შორის არიან წამებასა და მსგავსი ტიპის დანაშაულებში მხილებული პირები.

ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეფარდებული აქვთ საქართველოში სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის. უფრო მეტიც, ამ კრიმინალების ნაწილი ძალიან მაღალ თანამდებობებზეა უკრაინის ხელისუფლებაში და მათ გამოგვიგზავნეს ჩვენ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რაც აღიარეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმაც. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართულობაზე იმ სპეცოპერაციაში, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი გამოგზავნილ იქნა საქართველოში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა რაღაცებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს… თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ

ფოტიგა: სააკაშვილი ციხეში კვდება და ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება

დეგნანი სააკაშვილზე: სერიოზული მდგომარეობაა.. ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულები ვართ