ბაზარზე ძალიან ბევრი ახალი მოდელი გამოდის და მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა შესახებაც ადრე არავის სმენია. არადა, სინამდვილეში ახალი დასახელებების ქვეშ ზოგჯერ კარგად ნაცნობი მანქანები იმალებიან.
ამასთან, როცა ზოგი ავტომობილი სახელს იცვლის, სხვები განსაკუთრებულ „გვარებს“ იღებენ: ანუ ბაზარზე სხვა ბრენდების ქვეშ გამოდიან.
ასეა თუ ისე, სახელებმა შეცდომაში არ უნდა შეგიყვანოთ: უფრო ხშირად ეს „სიახლეები“ პრაქტიკულად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი კროსოვერებისგან, ჰეტჩბეკებისგან და სედანებისგან.







