ჯეი ლოს ახალი ფილმის, „ქორწილი იარაღის მუქარით“ პრემიერა შედგა. ახლა ჯენიფერს შეუძლია ცოტა დაისვენოს, თუმცა, თავისუფალ დროს ვარსკვლავი მაინც აქტიურად ვარჯიშობს. ამჯერად 53 წლის ლოპესი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სავარჯიშოდ მიმავალი გადაიღეს, მალევე ის თავის მენეჯერთან, ბენ მედინასთან ერთად სტუდიაში გაემართა.
ამ დღეს ჯეი ლოს ნიანგის პრინტიანი „ლეგინსები“ ეცვა, აღნიშნულ „ლუქს“ მან შავი სვიტერი, დიდი ზომის მზის სათვალე და „კრისტიან დიორის“ ჩანთა შეუხამა.



View this post on Instagram
