LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

არ ღირს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, განსაზღვრეთ პრიორიტეტული საკითხები და სწორედ მათ გადაჭრაზე გაამახვილეთ ყურადღება.

თავი შეიკავეთ დაპირებების გაცემისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება.

მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და საქმის გარჩევას.

ყურადღებით შეამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე, რადგან მაღალია შეცდომის დაშვების ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და ურთიერთობის გარჩევა. არაა გამორიცხული შეურიგდეთ ძველ პარტნიორს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნათესავებთან ურთიერთობისა და წვეულების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა კბილების, სახსრების და მუხლების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.