სულ მცირე, 23 დაღუპული და 979 დაშავებული – ასეთია ჩილეში მასშტაბური ხანძრის შედეგი.
ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 429 ადამიანი თავშესაფარში არის გადაყვანილი.
სამ რეგიონში – არაუკანიაში, ნუბლეშსა და ბიობიოსაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 40 000 ჰექტარზე დიდი ტერიტორია. ხანძრები რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
