LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე: „არა და პაციენტს ვურჩიე, ადვოკატებად დიმა გაბუნია, პაატა სალია, ზვიად კორძაძე, კახა ასლანიკაშვილი აეყვანა, არ დამიჯერა“

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წერს, რომ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე უფლებადამცველი ურჩია. თუმცა, როგორც ნადირაძე აღნიშნავს, ექსპრეზიდენტმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა.

„არადა პაციენტს ვურჩიე, ადვოკატებად დიმა გაბუნია, პაატა სალია, ზვიად კორძაძე, კახა ასლანიკაშვილი, კიდევ რამდენიმე გვარი ჩამოვუთვალე, აეყვანა, არ დამიჯერა,“ – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმე დასკვნით ეტაპზეა.

გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოაცხადებს.

6 თებერვალს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც გიორგი არევაძე სათათბიროდ გავა.

ხაჭაპურიძე: ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება