LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემს სადარბაზოსთან დამხვდა ასეთი სურათი, ხერსონიდან ჩამოსული ოჯახი ყიდის თითო ნაჭრებად ნამცხვარს, ოჯახს ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი და მზად არიან მიიღონ შეკვეთები“ – რას წერენ სოციალურ ქსელში

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატა ჟვანია წერს, რომ ხერსონიდან ჩამოსული უკრაინელი ოჯახი სადარბაზოში ნამცხვრებს ყიდის.

როგორც ნატა ჟვანია აღნიშნავს, მათ 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

ნათია ჟვანია ასევე წერს, რომ ოჯახი მზადაა შეკვეთებიც მიიღონ.

„მეგობრებო, დღეს ჩემს სადარბაზოსთან დამხვდა ასეთი სურათი.

ხერსონიდან ჩამოსული ოჯახი ყიდის თითო ნაჭრებად ნამცხვარს, ოჯახს ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი და მზად არიან მიიღონ შეკვეთები.

მათი ნებართვით გიზიარებთ ნომერს.

ჩვენც შევიძინეთ და მართლა

უგემრიელესი იყო. იქნებ დამეხმაროთ გავრცელებაში,“ – წერს ნატა ჟვანია.