LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„117 კაცი დავითვალე აქციაზე“ – ირაკლი ზარქუა

„117 კაცი დავითვალე აქციაზე. ეს არის განახლებული ნაციონალური მოძრაობა?“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

უმრავლესობის წევრი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და ლევან ხაბეიშვილს ბრძოლის ფორმები დაუწუნა.

„პარტია ასეთ შედეგს იღებს მაშინ, როცა განახლება ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს ეფუძნება. ერთი 2 გვამის ავტორი იყო, მეორე ომის შემდეგ გამდიდრებული მინისტრი,“ – თქვა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „დღის თემა“.

„ქართულო ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ევროპარლამენტარების განცხადებებიც შეაფასა და მათ ფასიანი ლობისტები უწოდა.

„კუბილიუსები და ფოტიგები არიან ფასიანი ლობისტები. ჩვენი მუშაობა ევროკომისიამ დადებითად შეაფასა. თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე შეექმნება ეს იქნება იმ მიზეზით, რომ ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმის 1-ელი პუნქტი ვერ შევასრულეთ. ეს არის პოლარიზაციის შემცირება. და ვინ აკეთებს ამას? დღეს ბოიკოტი გამოგვიცხადეს, ისიც კი არ უნდათ რომ ხელფასები დათმონ, მოსვლა ეზარებათ პარლამენტში,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.