Mercedes-Benz საფირმო აქსესუარებს გამოუშვებს, რომელთა შორის ტანსაცმელიც იქნება – ლეგენდარული ბრენდის ლოგოტიპით. ახალი კოლექცია, სახელად – Unexpected Moments ბრენდის ახალგაზრდა გულშემატკივრებზეა გათვლილი, ისეთებზე რომლებსაც არამხოლოდ Maybach უყვართ, არამედ საკმარისი ფული აქვთ იმისთვის რომ ზამთრის ქურთუკები, ჰუდები თუ სხვა აქსესუარები შეიძინონ.
საინტერესო კოლექციის შეძენას შეძლებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც გერმანული ბრენდის ავტომობილის ყიდვაც შეუძლიათ. მაგალითად, Maybach-ის ჰუდი დაახლოებით 400 დოლარი ღირს, ხოლო ზამთრის ქურთუკი 4000 დოლარი.




