მაგისტრმა, დოქტორმა კობახიძემ უნდა იცოდეს, რომ დისკრეციულ უფლებაზე მუქარა დაუშვებელია, – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
მისივე თქმით, “პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია”.
“მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების “სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ”, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, “მასაც და საზოგადოებასაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ”.
