არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და სარისკო პროექტების დაწყება, უმჯობესია შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ წუწუნს და წვრილმანებს ჩაძიებას, უმჯობესია გამოიჩინოთ მეტი ყურადღება პარტნიორის ინტერესებისა და სურვილების მიმართ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირებისა და გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მიირთვით მხოლოდ დიეტური კერძები, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს.
